საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სებ-ის 2021 წლის წლიური ანგარიშის მოსმენა კობა გვენეტაძის ავადმყოფობის გამო გადადო

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის წლიური ანგარიშის მოსმენა მომხსენებლის – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ავადმყოფობის გამო გადაიდო.

„მივიღეთ წერილი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არის ავად. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და აქედან გამომდინარე ვერ ახერხებს კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დასწრებას, ეროვნული ბანკი გვთხოვს, რომ აღნიშნული საკითხი გადაიდოს. მივიღე საკითხის გადადების გადაწყვეტილება”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …