საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდპანდემიის გავლენით” საკითხზე თემატურ მოკვლევას იწყებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „სახელმწიფო   ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდპანდემიის გავლენით”  საკითხზე თემატურ მოკვლევას იწყებს.

„მნიშვნელოვანია გაიზარდოს საზოგადოებისთვის საფინანსო სფეროში სექტორული კვლევების ხელმისაწვდომობა. იცით რომ კოვიდპანდემიის პირობებში მთავრობის ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ 2019 წელს მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებაში 40.4 % იყო, პანდემიურ 2020 წელს 60 %- იან ზღვარს გადააჭარბა, 2021 წელს კი, ჩამოცდა კრიტიკულ ზღვარს და 51,1 % შეადგინა,”- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით,  ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) თანამშრომლობით შეიქმნა თემატური ჯგუფი, რომელიც ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხზე იმუშავებს.

„იმედი მაქვს, რომ  სამი თვის შემდეგ  საინტერესო დოკუმენტს მივიღებთ, რომელიც მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე იქნება.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …