საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამის„დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“ ფარგლებში, კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.


პროექტის მიზანია, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება.


ღონისძიებას ესწრებოდნენ სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო მომცელიძემ და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ შაიშმელაშვილმა პრეზენტაციები წარადგინეს.


მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის და აღსრულების მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2023 წლის თებერვლის თვეში სხვადასხვა უნივერსიტეტებში, საჯარო ლექციების გამართვა იგეგმება, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა – სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელონ.