სატყეო სექტორის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი

თბილისი (BPI) – საქართველოში ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი იქმნება, შედეგად დაინტერესებული მხარეებისთვის, სატყეო სექტორის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი. 

ატლასი საქართველოს პროექტის Global Forest Watch (GFW) ფარგლებში შეიქმნება. დეტალებზე GFW-ის ეროვნულ მრჩეველთა საბჭოს მეექვსე შეხვედრაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, საქართველოში ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის მნიშვნელობაზე აღნიშნა.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ინტერნეტტექნოლოგიაზე დაფუძნებული „ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის/პორტალის“ შემუშავების პროცესზე, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებებზე.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …