სასტუმრო “შუხმან როიალ ისთეითი” ფართოვდება

თბილისი (BPI) – სასტუმრო „ შუხმან როიალ ისთეით “ ფართოვდება. 48 ნომრიანი კოტეჯური ტიპის სასტუმრო, 2019 წლის ზაფხულში, თელავის რაიონ სოფელ კისისხევში გაიხსნება.

ფართოპანორამული ნომრები ორ საძინებელსა და ერთ მისაღებ ოთახებს მოიცავს. სასტუმრო რეგიონში გამორჩეული იქნება სარეაბილიტაციო ცენტრით, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის იქნება განკუთვნილი და მაღალკვალიფიციური  პერსონალი დამსვენებლებს სპეციალური ვარჯიშებით მოემსახურება.

„შუხმან რიალ ისთეით“-ის დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ მინი-გოლფის მოედანზე დაეუფლონ შოტლანდიურ სპორტის სახეობას,  მონაწილეობა მიიღონ  რთველში,  ღვინის დაწურვის, ჭაჭის გამოხდისა და გასტრონომიულ მასტერკლასებში. სასტუმრო, ასევე, უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით სათავგადასავლო ტურების მოწყობას, ტრანსფერის ორგანიზებასა და სერვისს გიდის თანხლებით. სასტუმროში განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზები, ჩოგბურთის კორტები, ღია და დახურული აუზები, რესტორანი და ღია ბარი, სადაც საკვები მხოლოდ ადგილობრივი პროდუქტით დამზადდება.

პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  4,5 მლნ ლარს შეადგენს და თავდაპირველად 15 ადამიანი დასაქმდება. დღესდღეობით ,,შუხმან ვაინს ჯორჯიას“ ბალანსზე 20 ნომრიანი სასტუმროა, რომელიც 2008 წლიდან ფუნქციონირებს.

სასტუმრო გაფართოებას სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში გაფართოვდება.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …