Key Data პლატფორმის თანახმად, სასტუმროების მომგებიანობა წელს საგრძნობლად გაიზარდა, პირველ რიგში, დატვირთულობის გამო. ძირითადი მონაცემების ანალიზი მიუთითებს დარგისთვის ხელსაყრელ წელს, იმ დინამიკის გათვალისწინებით, რომელიც დაფიქსირდა 2023 წლის პირველ კვარტალში.
გლობალურად, 2023 წლის ADR-ები პირველი კვარტლის ბოლოს წინა წელთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა, დატვირთულობა გაიზარდა 17.6%-ით, ხოლო შემოსავალი ხელმისაწვდომ ნომერზე (RevPAR) 21.6%-ით მეტი იყო გასულ წელთან შედარებით.
ექსპერტებმა გაითვალისწინეს 2023 წლის 1 აპრილამდე გაკეთებული სასტუმროს ჯავშნები.
დიდი ბრიტანეთი
ADR აქ მხოლოდ 1.7%-ით გაიზარდა 164 ფუნტამდე (204 დოლარი). თუმცა, სასტუმროების დატვირთულობის 13,2%-იანი ზრდით, RevPAR ახლა 15,1%-ით არის გაზრდილი. მარტში დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ 10.1%-ს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ADR რეალური თვალსაზრისით მკვეთრად დაეცა.
აშშ
ADR უცვლელი დარჩა 296$-ზე, მაგრამ დატვირთულობის 12%-იანი ზრდით, RevPAR 11.9%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. მარტში აშშ-ში ინფლაციამ 5% შეადგინა.
აზია
ანალიტიკოსების თქმით, აზიაში საქმეები “ძალიან კარგად” მიდის. ADR გაიზარდა 18.6%-ით და 126$-მდე, ხოლო დატვირთულობა გაიზარდა 56%-ით წელიწადში. RevPAR ამჟამად 85%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ახლო აღმოსავლეთი
ADR ახლო აღმოსავლეთში მკვეთრად დაეცა რეალური თვალსაზრისით. ტარიფები მხოლოდ 2.4%-ით გაიზარდა და 172 დოლარი შეადგინა. თუმცა, დატვირთულობა წინა წელთან შედარებით 25.3%-ით გაიზარდა, წინა წელთან შედარებით 28.3%-ით.
ევროპა
ADR რეგიონში რეალურად დაეცა: განაკვეთები გაიზარდა მხოლოდ 5%-ით, 170$-მდე (€154). თუმცა, დატვირთულობის 17.4%-იანი ზრდით, RevPAR 23.2%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. თებერვალში ევროზონაში ინფლაციამ 8,5%-ს მიაღწია.
მსოფლიოში
გლობალურად, საშუალო დღიური განაკვეთები (ADR) 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოსათვის 3.4%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში განთავსების საშუალებების დატვირთულობის მაჩვენებელ გაიზარდა 17.6%-ით, ხოლო შემოსავალმა ხელმისაწვდომ ნომერზე (RevPAR) გასული წლის მაჩვენებელს 21.6%-ით გადააჭარბა.
„წლის დასაწყისი პერსპექტიული იყო, მაგრამ 2023 წლის პერსპექტივა შემაშფოთებელია. სუსტი ADR-ით, სწორედ ოკუპაცია განაპირობებს სასტუმროს მფლობელების და ოპერატორების შემოსავალს“, – თქვა მელანი ბრაუნმა, Key Data Analytics-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.