სასესხო განაკვეთი არავითარ შემთხვევაში არ გაიზრდება – ჭილაძე

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბანკის” (BOG) გენერალური დირექტორის მოადგილის რისკების მართვის დარგში, გიორგი ჭილაძის განცხადებით, საქართველოს ბანკმა გამოაცხადა რიგი ღონისძიებებისა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ფილიალებში შეამცირონ როგორც ბანკის კლიენტების ნაკადი, ისე მათ თანამშრომლებსაც მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, რომ დისტანციურად მოემსახურონ მომხმარებელს.
 
„მინდა განვმარტო, რომ საშეღავათო პერიოდი შეეხება როგორც სესხის ძირს, ასევე სესხის %-ს. არავითარ შემთხვევაში არ გაიზრდება სესხზე საპროცენტო განაკვეთი და რაც მთავარია, ეს შეეხება ყველა ფიზიკურ პირს“, – აცხადებს ის.
 
კლიენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი რომ გახადონ დისტანციური მომსახურება, მობაილ და ინტერნეტ ბანკინგში საკომისიო გადასახადები განულდა საბანკო ტრანსაქციებზე. შესაბამისად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში ბანკის მომხმარებლებისთვის ეს ტრანზაქციები იქნება უფასო, რაც ბანკის იმედით, ხელს შეუწყობს კლიენტების ნაკადების გადამისამართებას.
 
საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებითვე, ასევე, დისტანციურ რეჟიმში გადაჰყავთ თანამშრომლების დიდი ნაწილი. შემოიღეს ცვლებით მუშაობის პრინციპი. „ორ კვირიანი ცვლებით ვამუშავებთ ფაქტიურად ყველა ჩვენს სერვის ცენტრს და ასევე 24 საათიანი ავტომატური მომსახურების ფორმატად გადავაკეთეთ ჩვენი ექსპრეს ფილიალები“, – აცხადებს ბანკირი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …