სასამართლოში ლაურა ღაჭავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისი (BPI) – თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ლაურა ღაჭავას ადვოკატი ამბობს, რომ თუ პროკურატურა ღაჭავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს, დაცვის მხარე გირაოს მოითხოვს.

კობა ამბარდნიშვილი ამბობს, რომ საქმეში პოლიტიკური მოტივი არ იკვეთება, და ეს იყო ჩვეულებრივი რიგითი შემოწმება შპს-ების.

ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი 2 მლნ-ს აღემატება.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …