სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საგაზაფხულო მიღებას აცხადებს

თბილისი (BPI) – სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საგაზაფხულო მიღებას აცხადებს. კოლეჯი დაინტერესებულებს ეპატიჟება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, სავაგონო მეურნეობა, რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა,  რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა, რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და სარკინიგზო გადაზიდვები. აღნიშნული 6 პროგრამის შესწავლა  კოლეჯში  დუალური მეთოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. მეთოდი ითვალისწინებს საქართველს რკინიგზაზე რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებით პრაქტიკული უნარების დაუფლებას.

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები  გარანტირებულად  დასაქმდებიან საქართველოს რკინიგზაში.

გარდა დუალური პროგრამებისა, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი  ახორციელებს მიღებას  მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ლოკომოტივის მართვა და სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.

29 მარტსა და 5 აპრილს  კოლეჯში გაიმართება ღია კარის დღეები, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ  მიიღონ დეტალური ინფორმაცია  პროფესიულ  და საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის, ჩარიცხვის წესის და სწავლის  შესახებ. 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …