საპენსიო ფონდის 200 მლნ კვლავ მმართველის გარეშეა – ფული კაპიტალის ინსტრუმენტებში არ ბანდდება

თბილისი (BPI) – დავით წიკლაური, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ახლადარჩეული წევრი არ გამორიცხავს, რომ აქტივების მმართველი კომპანიის დაქირავება წელსვე გახდეს საჭირო. ოპერატიულობას მოითხოვს საინვესტიციო ოფიცრის დანიშვნაც, რომელმაც უნდა განკარგოს თანხები, იზრუნოს დივერიფიკაციაზე, თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში ფული მხოლოდ ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში უნდა დაბანდდეს. ეს კანონის მოთხოვნაა, უსაფრთხოებისთვის, რასაც ფინანსისტები არ იზიარებენ. რადგან ადგილორივი ბაზარი მზარდი ფონდისთვის მალე არასაკმარისი იქნება. წლის ბოლოსთვის სამართავი ქეისი 700 მლნ-ს მიაღწევს. ამ დროისთვის 240 მლნ-ია.

■  დავით წიკლაურს საქართველოში 2 სისტემურ ბანკში მუშაობის წარმატებული გამოცდილება აქვს. 09/2017 -ში დაინიშნა საქართველოს ბანკის  გენერალური დირექტორის მოადგილედ ფინანსების საკითხებში. 01/2017- დან კორპორატიულ  საინვესტიციო ბანკინგს კურირებდა. ანალოგიურ მიმართულებას მართავდა მანამდეც, მხოლოდ თიბისი-ში, 2014 -2016 წ.  იქამდე Deutsche Bank-ში, კაპიტალის ბაზრების და სახაზინო გადაწყვეტილებების გუნდის ვიცე-პრეზიდენტი იყო და მამუკა ხაზარაძის მოწვევით საქართველოში გადმოვიდა. 

5 წევრიანის საბჭოს ადგილობრივ წევრად მიიჩნევენ 3 ქვეყნის მოქალაქეს (საფრანგეთი, საქართველო, შვედეთი) ■  ჟან ფრედერიკ პოლსენს, ეკონომიკის წინა მინისტრის გიორგი ქობულას მრჩეველს, ბიზნესმენს, “შატო მუხრანის” ერთ-ერთი მთავარს აქციონერს. 2015 წ-დან თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს (2018-2019). Wellington -ის  (ჩიფსის (ფრიქსი) მწამოებელი) დამფუძნებელს.

საპენსიო სისტემაში 1 იანვრიდან ყველა ჩაერთო, მათ შორის 806 000 40 წელს გადაცილებული და 11% უკვე გავიდა. დანარჩენებისთვის 30 ივნისამდეა ვადა. გასულს უკან დაბრუნება ნებისმიერ დროს შეუძლია. სააგენტოს დირექტორმა საბჭიოს წარდენისას, დაბრუნებულთა რაოდენობის გაზრდაზე განაცხადა. გაშლიბის

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …