საპენსიო სააგენტო თიბისიდან წასულ ბანკირებს, საინვესტიციო ოფიცრად ჯერ ვერ ითანხმებს

თბილისი (BPI) – შემოდგომის მოლოდინში  გაზაფხული მოვიდა და საპენსიო თანხები მომგებიან ინსტრუმენტებში კვლავ ვერ ბანდდება.  სააგენტოს CEO (საინვესტიციო ოფიცერი) კვლავ შესარჩევია (კონკურსი 2-ჯერ გამოცხადდა) საინვესტიციო ოფიცრის გარეშე  კაპიტალდაბანდებებს კანონი ზღუდავს.  შესარჩევია  დეპოზიტარიც,  მარტის ბოლომდე.

პროცესების გაჭუანურების გამო  საპენსიო რეფორმის  მიმართ  ბევრი კითხვები გაჩნდა.  “პასუხების” გარეშე დატოვა თანამდებობა  სააგენტოს  დირეტორმა ლევან სურგულაძემ, 16 იანვარს და კიდევ ერთი კონკურსი  გამოცხადდამისი შემცვლელის შერჩევაზე.

ყველა თანხმდება, რომ  ₾14 000 ბიუჯეტით  კერძო სექტორიდან კადრის მოზიდვა რთულია, რაზეც ფინანსისტები პროცესების გაჭიანურებამდეც აცხადებდბებ.

ერთი ცნობილია, რომ თიბისი კაპიტალის მენეჯერისთვის ირაკლი ელაშვილისთვის სააგენტოს უარის თქმა მოუწია.  წარმატებული საინვესტიციო ბანკირის  მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ შეძლო. გალტ & თაგარტის რამდენიმე ბროკერთანაც ვერ შედგა შეთანხმება. სააგენტო მხოლოდ მსურველთა განაცხადებას არ განიხილავს. თავადაც ცდილობს კვალიფიციური კადრების მოზიდვას, რადგან აქტივების მართვის გამოცდილების მქონე მენეჯერი, საფინანსო ბაზარზე,  ელაშვილთან ერთად სულ რამდენიმეა, მათ შორის ავთო გიგინეიშვილი, ლევან შანიძე, ვასილ რევიშვილი. კანდიდატებზე ინფორმაცია კვლავ არ მჟღავნდება. არც თიბისი ბანკის მენეჯმენტიდან ახლახანს წასულ დავით ჭყონიაზე.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …