„მოხარული ვარ, რომ შევუერთდი საპენსიო სააგენტოს გუნდს, მიმაჩნია რომ საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის. ამასთან, დიდ პასუხიმგებლობას ვგრძნობ ამ გადაწყვეტილებით და დარწმუნებული ვარ რომ შემდგომი ნაბიჯები იქნება საპენსიო სააგენტოს მონაწილეებისათვის უფრო მეტი სარგებლის მომტანი“ – აცხადებს გოგა მელიქიძე.
გოგა მელიქიძეს აქვს ფინანსურ სექტორში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება, ამასთან ხელმძღვანელ პოზიციაზე 10 წლიანი ხოლო, 9 წლიანი გამოცდილება აქტივების მართვის მიმართულებით. 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა კომპანია „გალტ ენდ თაგარტში“ საბროკერო დეპარტამენტის ხელმძღვანელად. სხვადასხვა წლებში იყო უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი და შემდგომ საინვესტიციო საბანკო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2012 – 2015 წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის თანამდებობას კომპანია „სმარტექსში“, რომელიც არის საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ჰოლდინგი, ვენჩერული კაპიტალით დაფინანსების სფეროში. 2012 წლამდე იკავებდა დირექტორის თანამდებობას გაზისა და ნავთობის მომპოვებელ ქართულ-რუმინულ კომპანიაში. 2004 – 2005 წლებში მუშაობდა სადაზღვევო კომპანია „ბი-სი-აი“ („ალდაგი“) საპენსიო სქემის საინვესტიციო ანალიტიკოსად.