საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო ოფიცერს იანვარში წარადგენს

თბილისი (BPI) – საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო იანვრის ბოლოს შეიკრიბება. იმ დროისთვის საინვესტიციო  ოფიცერიც დანიშნული იქნება ( საბჭოს დიდი იმედი აქვს). იქნება თუ არა სააგენტოს დირექტორი  ლევან სურგულაძე, რომელსაც 16 იანვრიდან წასვლა აქვს  გადაწყვეტილი (მაგრამ თუ საჭიროა დარჩება), სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტს, რომელსაც თურნავა/ტიკარაძე/მაჭავარიანი წარმოადგენენ.

მისი მუშაობა ჯანდაცვის მინისტრს არ შეუფასებია, ფინანსთამ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახლა უფრო  მეტი წონის მატარებელია საინვესტიციო მიმართულება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ადამიანები მიდიან და მოდიან. ერთ პროფესიონალს მეორე  შეცვლის, მაგრამ საპენსიო რეფორმა არც ერთ ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე არ არის  დამოკიდებული.

ფონდში >0.497 მლრდ-ია, 940 080  პენსიონრისთვის დარიცხული  13.5 მლნ სარგებლით.

საინვესტიციო ინსტრუმენტი სიმწირის გამო  თანხები კომერციული ბანკები მოთხოვნამდე ანაბრების ანგარიშზეა. სადეპოზიტო სერთიფიკატების და  სხვა ვადიანი ანებრის ანგარიშზე, საინვესტიციო ოფიცრის დანიშვნის შემდეგ განთავსდება (ოფიცრის გარეშე  კაპიტალდაბანდებებს კანონი ზღუდავს. საინვესტიციო ოფიცრის შესარჩევი კონკურსი  რამდენიმე კვირაა შეწყვეტილია, რამდენიმე შეარჩიეს, მათ შორის  ერთ-ერთი საფინანსო  სექტორში დასაქმებული, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობს.

საინვესტიციო საბჭოს წარმოადგენენ დავით წიკლაური (წარმატებული ბანკირი საქართველოს სისტემურ ბანკებში მუშაობის გამოცდილებით), ჟან ფრედერიკ პოლსენი (კერძო და საჯარო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილებით), ოლივერ  რუსო, საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის მართვის გამოცდილებით. მაიკლ რიდლი, წამყვანი საინვესტიციო ბანკირი 37 წლიანი გამოცდილებით და ტიმო ვიჰერკენტა, ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოქმედი CEO, 20 მლრდ ევროს მოცულობის აქტივის მართვის გამოცდილებით. რისკის მართვის ოფიცერი ბაქარ მარუაშვილი

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …