საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები შერჩეულია და მათი ვინაობა უახლოეს მომავალში დასახელდება

თბილისი (BPI) – საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები შერჩეულია და მათი ვინაობა უახლოეს მომავალში დასახელდება

ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ საინვესტიციო საბჭოს წევრები უკვე შერჩეულია და მათ ვინაობას უახლოეს დღეებში გამართულ ბრიფინგზე დაასახელებს.

,,შესარჩვემა კომისიამ დაასრულა პროცედურებზე მუშაობა, შეირჩა 5 კანდიდატი. გარკვეული პროცედურებია კიდევ, დასანიშნია საინვესტიციო ოფიცერი, ასევე იქმნება რისკის კონტროლის სტრუქტურა. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ დაიწყოს დასავლური სტანდარტების საინვესტიციო პროცესი.“

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ საინვესტიციო საბჭოს შერჩეული წევრები არიან მაღალი რანგის პროფესიონალები, ხელმძღვანელობენ საპენსიო ფონდებს და აქვთ მაღალი თანამდებობი ევროპის წამყვან ქვეყნებში. 

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …