თბილისი (BPI) – 2019 წლის 1 იანვრიდან საპენსიო სქემაში 900 668 უნიკალური მონაწილეა , საჯარო სექტორიდან არის 726 295, საჯარო სექტორიდან კი – 210 247 .
სქემა 161 756–მა ადამიანმა დატოვა. კერძო სექტორიდან 119 651 მა, საჯაროდან – 42 105. საპენსიო სქემაში 58 300 კომპანიაა ჩართული, – საპენსიო სააგენტოს ხელღვანელმა ლევან სურგულაძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ანგარიშიჩააბარა .
ფონდში აკუმულირებულია 400 მლნ-ზე მეტი, მათ შორის 8.6 მლნ დარიცხული სარგებელი. ფულიო ჯერ მხოლოდ საბანკო ანგარიშებზეა. მალე სახაზინო ობლიგაციებში განთავსდება.
სქემაში მონაწილეთა გაწევრიანებისა და სქემიდან გასვლის მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ბოლო ორი თვის მონაცემებით, სქემიდან გასვლაზე მომართვიანობა 10-ჯერ შემცირდა.