საპარტნიორო ფონდმა “ბორჯომი ლიკანი” ვერ გაყიდა

თბილისი (BPI) – „საპარტნიორო ფონდი“ „ბორჯომი -ლიკანს“ აუციონზე ხელახლა გამოიტანს. $37 .6 მლნ-ად  შეთავაზება ზე გარიგება  არ შედგა.  6 დეკემბერს საჯარო აუქციონი ჩაიშალა

შეგახსენებთ,  სასტუმრო  ლიკანში საპარტნიორო ფონდმა  ყაზმუნაი- გაზ სერვისთან ერთად ააშენა. 2018 წლის ზაფხულში ქართულმა მხარემ ყაზახი პარტნიორებიგან 50% -იანი წილი გამოისყიდა, 5 მლნ-ით იაფად.

სასტუმროს მართვას თავდაპირველად Rixos-ი ახორციელებდა, რომელმაც სტრატეგია შეცვალა და ზღვის კურორტებზე აქცენტირება გადაწყვიტა. შედეგად, საქართველოში ლიკანის და თბილისის პროექტები დატოვა.

გაყიდვის სამზადისი მაისიდან დაიწყო. ფონდი მოლაპარაკებებს მერიოტთან, ინტერკონტინენტალთან და სვის ოტელთან აწარმოებდა.  სასტუმრო ფონდის ქეისში ერთადერთი პროექტია, სადაც ის მინორიტარი არ არის.

„საპარტნიორო ფონდი“ პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობდა  სასტუმროს  აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად.

სასტუმროს ტერიტორიას ესაზღვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „რომანოვების სასახლე“ და 8 ჰა-მდე ისტორიული პარკი, სადაც რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესის დასრულებისთანავე იგეგმება მასშტაბური სამუზეუმო კომპლექსის შექმნა.

 

 

 

 

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …