საპარტნიორო ფონდი საქართველოს განვითარების ფონდით შეიცვლება

„სააქციო საზოგადოება-საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. მთავრობის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებები დღევანდელ გამოწვევებს ეხმიანება და საპარტნიორო ფონდის კორპორატიულ რეორგანიზაციას შეეხება.

„ძირითადი და მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ სახელწოდება იცვლება და ახალი შემოთავაზებით – საქართველოს განვითარების ფონდი დაერქმევა და სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დღეს მთავრობის წევრებისგან არის დაკომპლექტებული, საბჭოში აღარ იქნება და იგი ახალი დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტდება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„სააქციო საზოგადოება-საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა 77 ხმით მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი …