საპარტნიორო ფონდი რესტრუქტურიზაციის შემდეგ Fitch-თან ან Scope-თან გააგრძელებს თანამშრომლობას

თბილისი (BPI) – Fitch Ratings-მა საპარტნიორო ფონდს სარეიტინგო პროცესში მონაწილეობა შეუწყვიტა. Fitch-ის ვერსიით მიზეზი წარდგენილი ინფორმაციის უკმარისობაა, ფონდი კი ამას საკუთარი გადაწყვეტილებითა და რეფორმირების ეტაპზე ყოფნით ხსნის.

ფონდის დაფინანსების სტრუქტურა იცვლება, სახელმწიფო  აქტივებს იბრუნებს.

“ფონდისა და Fitch Ratings-ის შეთანხმებით, თანამშრომლობა  დროებით შეჩერდა, ფონდის დაფინანსების წყაროს განსაზღვრამდე და  ახალი მანდატის ფარგლებში თანამშრომლობას Fitch-თან ან სხვა სარეიტინგო სააგენტოსთან გააგრძელებს.

შეგახსენებთ, 2019 წელს Fitch-მა  ფონდის მაჩვენებელი გააუმჯობესა და “BB-“-დან „BB/სტაბილურამდე“.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აქტივების ნაწილის, მათ შორის  საქართველოს ელექტროსისტემის”, “ესკოს” და “საქრუსენერგოს” ეკონომიკის სამინისტროსთვის დაბრუნებაზე  წერილობითი დოკუმენტაცია მომზადებულია. მანამდე, ფონდმა სახელმწიფოს კლინიკები დაუბრუნდა. დავით საგანელიძე იმედოვნებს, რომ  წლის პირველ ნახევარში, ფონდის ახალი დებულება დამტკიცდება.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …