სან დიეგოს უნივერსიტეტის პარტნიორობით შემუშავებულ პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაგრძელდება

თბილისი (BPI) – 2020-21 სასწავლო წლიდან სტუდენტების მიღება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით შემუშავებულ პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაგრძელდება.

სტუდენტების მიღების სამომავლო პროცესზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთობლივად შემუშავებულ საერთაშორისო აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე 10 დეკემბერს შეხვედრას გამართავენ.

ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლები გააზიარებენ სიახლეებს პარტნიორ უნივერსიტეტებში ამ პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭების შესახებ, კერძოდ, თსუ-ის 2020 წლის საბაკალავრო პროგრამების ელექტრული და ელექტრონიკის ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ABET* აკრედიტაციის შესახებ, ასევე თსუ – ში ქიმია/ბიოქიმიის პროგრამის ACS ** სერტიფიცირების შესახებ.

2015 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო სტუდენტებს საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს STEM დარგებში სამ პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) თანამშრომლობით.  2019 წელს ამერიკულმა უნივერსიტეტმა მიიღო სტუდენტების მეხუთე ნაკადი STEM პროგრამებზე.  2020-21 სასწავლო წლიდან, საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტები სტუდენტებს უკვე ინდივიდუალურად შესთავაზებენ იმავე მაღალხარისხიან STEM პროგრამებს, რასაც ახლა ისინი SDSU-საქართველოსთან პარტნიორობით ერთად ახორციელებენ. ამჟამად ყველა STEM პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს, რათა მათ იმავე სახის დარგობრივი და საგანმანათლებლო საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილონ, როგორც  პარტნიორობის ფარგლებში ეს ამჟამად ხდება. პროექტი განხორციელდა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …