სანავთობო ბიტუმის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა

თბილისი (BPI) – საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტი რეკორდულად მაღალია. რაც ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მოსაზრებით ინფრასტრუქტურული სამუშაოების სიმრავლით აიხსნება.

2019 წლის ივნისში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 19,5 ათასი ტონა, რაც 5,3 ათასი ტონით აღემატება მაისის თვის მაჩვენებელს. აქედან მთელი იმპორტი მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 63,7 ათასი ტონა, რაც 30,1 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (33,6 ათასი ტონა).

“ჩვენი აზრით, აღნიშნული ტენდენცია მომავალ თვეებშიც გაგრძელდება”, – ვარაუდობენ .

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …