სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა რიცხვებში – ევროპამდე ისევ შორია

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, იმისათვის, რომ  საქართველომ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ახლანდელ ეკონომიკურ დონეს მიაღწიოს დაახლოებით 18 წელია საჭირო. როგორც სსფ-ს ანგარიშშია ნათქვამი, ეკონომიკური ზრდის დაგეგმილ საშუალო მაჩვენებელად საქართველოში 5.8% განისაზღვრა. შესაბამისად, სწორედ 18 წელია საჭირო იმისათვის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ ერთ სულ მოსახლეზე 10 965 დოლარს გადააჭარბოს და საქართველო  დღევანდელი ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთის, რუმინეთის, სერბეთის და თურქეთის დონეზე გავიდეს. საინტერესოა, რომ სსფ -ს ამავე ანგარიშის მიხედვით, ზრდის დაგეგმილი ტემპით ევროპულ დონეს ყაზახეთი 7 წელიწადში მიაღწევს, თურქმენეთი – 10 წელიწადში, სომხეთი – 23 წელიწადში, აზერბაიჯანი  – 45 წელიწადში.

საქართველოს, აზერნაიჯანისა და სომხეთის მშპ 2018 წელს

საქსტატის მონაცემებით მშპ-ს ზრდამ გასულ წელს საქართველოში 4.8% შეადგინა. 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, აზერბაიჯანის ეკონომიკა საერთო ჯამში მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. საგულისხმოა, რომ 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით აზერბაიჯანის ეკონომიკა  7,7%-ით გაიზარდა. ანუ, გამოდის რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკა ყოველწლიურად მხოლოდ 0.9 %-ით იზრდებოდა. სპეციალისტები შექმნილ სიტუაციას ნავთობისა და გაზის ფასის არასტაბილურობით ხსნიან. რაც შეეხება სომხეთს. სომხეთის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემების თანხმად, მშპ-ს ზრდამ გასულს წელს 5% შეადგინა. სპეციალისტების შეფასებით, რომ არა გასული წლის პოლიტიკური მოვლენები (საპროტესტო აქციები, ხელისუფლების ცვლილება) ეს ციფრი გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა. როგორც ირკვევა, 2018 წლის პირველ სამ თვეში სომხეთის ეკონომიკის ზრდის ტემპმა 10%-ს მიაღწია და სპეციალისტების მოსაზრებით, ეს ციფრი შასაძლოა 11%- მდეც გაზრდილიყო. 

რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები 2003-2017 წლებში (სსფ-ს მონაცენები)  

2003 წელი : საქართველო – 11.2%; სომხეთი – 14.1%; აზერბაიჯანი – 10.2%

2004 წელი: საქართველო – 5.8%; სომხეთი – 10.5%; აზერბაიჯანი – 9.3%

2005 წელი: საქართველო – 9.6%; სომხეთი – 14.1%; აზერბაიჯანი – 28%

2006 წელი: საქართველო – 9.4%; სომხეთი – 13.2%; აზერბაიჯანი – 32%

2007 წელი: საქართველო – 12.6%; სომხეთი – 13.7%; აზერბაიჯანი – 25.5%

2008 წელი: საქართველო –  2.4%; სომხეთი – 6.9%; აზერბაიჯანი  – 10.6%

2009 წელი: საქართველო – -3.7%; სომხეთი –  – 14.2%; აზერბაიჯანი – 9.4%

2010 წელი: საქართველო –  6.2%; სომხეთი – 2.2%; აზერბაიჯანი – 4.6%

2011 წელი: საქართველო – 7.2%; სომხეთი –  4.7%; აზერბაიჯანი – – 1.6%

2012 წელი: საქართველო –  6.4%; სომხეთი –  7.1%; აზერბაიჯანი – 2.1%

2013 წელი: საქართველო – 3.4%;სომხეთი –  3.3%; აზერბაიჯანი – 5.9%

2014 წელი: საქართველო – 4.6%; სომხეთი – 3.6%; აზერბაიჯანი – 2.7%

2015 წელი: საქართველო – 2.9%; სომხეთი – 3.3%; აზერბაიჯანი – 0.6%

2016 წელი: საქართველო – 2.8%; სომხეთი – 0.3%;აზერბაიჯანი – -3.1%

2017 წელი: საქაეთველო – 5%; სომხეთი – 7.5%; აზერბაიჯანი – 0.1%

საერთაშორისო რეიტინგები

საგადასახადო პროცედურების გამარტივების შედეგად ბიზნების კეთების რეიტინგში WB Doing Busines – მა აზერბაიჯანს 25-ე ადგილი მიაკუთვნა. სომხეთს 41- ე, საქართველოს მე-6 ადგილი. აზერბაიჯანმა სომხეთს ფორბსისს  Best countries for Business -ის რეიტინგშიც  გადაასწრო.აზერბაიჯანი აქ 70-ა , სომხეთი 81 -ე ადგილზე, საქართველო 44-ე. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 186 ქვეყანას შორის საქართველო მე- 16 ადგილზეა.  აზერბაიჯანი 67-ზე, სომხეთი 44 ადგილზე.

ჩრდილოვანი ეკონომიკა

2018 წელს  IMF ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად. ჩრდილოვანი ეკონომოკის წილით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. თუ კვლევის ავტორებს, დავუჯერებთ, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-სთან მიმართებით საქართველოში 53%-ს აღემატება. 1991-2015 წლების მონაცემების თანახმად. თურქეთში ეკონომიკის 31.38% ჩრდილოვანია, რუსეთში – 38.42%, სომხეთში – 42.59%, ხოლო აზერბაიჯანში – 52.19%.

სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი, ანუ ჯინის კოეფიციენტი სამხრეთ კავკასიაში

როგორც ცნობილია, ჯინის კოეფიციენტი მოსახლეობას შორის შემოსავლების გადანაწილებას ზომავს. რაც უფრო მაღალია მინიჭებული კოეფიციენტი მით მეტია უთანასწორობა. სამწუხაროდ ამ მაჩვენებლით საქართველო პოსტ საბჭოთა სივრცეში მხოლოდ რუსეთს (42.02) ჩამორჩება. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, აქ ვითარება ასეთია.  გაეროს 2016 წლის მონაცემების თანახმად. საქართველოს ჯინის კოეფიციენტი 40.0-ს (პროცენტს) უდრის. სომხეთში 31.5-ს, აზერბაიჯანში 33.7 -ს. საინტერესოა, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ფენა 7%-ს არ აღემატება, 32% ღარიბია, 37% – ზომიერად ღარიბი, 24% კი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. სტატისტიკის სპეციალისტის სოსო არჩვაძის ინფორმაციით, საქართველოში მდიდარი ფენის შემოსავალი დაახლოებით 17-ჯერ აღემატება ღარიბი ფენის შემოსავლებს.

უცხოური ინვესტიციები

გასული წლის სამი კვარტლის მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ სომხეთში  178 მილიონ დოლარს მიაღწია.  მთლიანად ბოლო 25 წლის განმავლობაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10 მილიარდ დოლარს არ აღემატება. სპეციალისტები უცხოელ ინვესტორთა ასეთ დაბალ აქტივობას სომხეთში და მის ირგვლივ არსებული რთული პოლიტიკური ვითარებით ხსნიან.

უცხოური ინვესტივიების თვალსაზრისით გაცილებით უკეთესია საქართველოს მდგომარეობა.  სასქატატის ინფორმაციით, 2018 წლის სამი კვარტლის მონაცემებით უცხოურმა ინვესტიციემნა საქართველოში 998 მილიონ დოლარს გადააჭარბა. საერთო ჯამში ბოლო 15 წლის განმავლობაში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში  12,4 მლრდ დოლარს აჭარბებს. აშკარაა რომ სომხეთთან შედარებით საქართველო უცხოელ ინვესტორებში უფრო მეტ ინტერესს იწვევს.

კიდევ უფრო მაღალია უცხოელი ინვესტორების ინტერესი აზერბაიჯანთან მიმართებაში. ნავთობი და გაზი – სპეციალისტების შეფასებით სწორედ ეს ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს უცხოელი ინვესტორების მაღალ ინტერესს. აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, 2006 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ (მიმდინარე ფასებში) 44 მლრდ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის ცხრა თვეში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 2.9 მილიარდ დოლარს მიაღწია. აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, 2017 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წელს 35,5 %-ით შემცირდა.  

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …