სამტრედიაში ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისი (BPI) – სამტრედიაში,  ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი სს „საქართველოს რკინიგზის“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით ლიკვიდირებულია!

რკინიგზის საგანგებო სიტუაციების  მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში მონაწილეობა  მიიღეს და გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა –  საწვავით სავსე, 1000 ტონიან რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.  არსებობდა  ხანძრის  სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხეც.

ხანძრის ლოკალიზებაში  მეხანძრე-მაშველებთან ერთად   სს „საქართველოს რკინიგზის“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების  ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძარი ლიკვიდირებულია და ცეცხლის კერების გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …