სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასის დაწესების მოთხოვნა ბიზნესისთვის დამატებითი ბერკეტია

კონსილიუმ მედულას დირექტორი ნიკოლოზ ფრუიძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასის დაწესების მოთხოვნა ბიზნესისთვის დამატებითი ბერკეტია.

 

“არ მგონია მინიმალური ხელფასის შემოღებამ რაიმე გავლენა იქონიოს, რადგან დღევანდელი ხელშეკრულებები უფრო მეტია, ვიდრე ის მინიმალური ხელფასი, რაც გამოგვიცხადეს. ამას გარდა, ვთვლი რომ სახელმწიფო დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ხელშეკრულების დადების პროცესში არ უნდა ჩაერიოს. ჩემი აზრით, მინიმალური ხელფასის შემოღებას აზრი არ აქვს. ეს იქნება ზედმეტი ბერკეტი, რაც ბიზნესის მდგომარეობას არათუ არ გააუმჯობესებს, არამედ შეაფერხებს. ან არ შეფერხებს და შედეგს არ მოიტანს. რაც შეეხება DRG-ის, ეს მოქმედების ერთ-ერთი ინსტრუმენტია მთელ ამ პროცესში. ჩვენ გვთავაზობენ რომ დათვლის მეთოდს გვეტყვიან, მოდელი ვიცით, თუმცა რას მივიღებთ ამ მოდელით არ ვიცით. თუ DRG არ გამოიყენეს სხვა ინსტრუმენტად მაგალითად ე.წ სელექტიურ კონტრაქტირებასთან ერთად დიდი ცვლილების მომტანი არ იქნება. ურალოდ დაფინანსების ერთ-ერთი მეთოდი იქნება. შეჯამებისთვის, საათობრივი ანაზღაურება არ მგონია პირდაპირ კავშირში იყოს ან ხარისხის კონტროლთან ან DRG-ის შემოღებასთან”,-აცხადებს ნიკოლოზ ფრუიძე.

 

2022 წლის აგვისტოში რესპუბლიკურ საავადმყოფოში საპილოტე რეჟიმში, ახალი სახელფასო სისტემა დაინერგა, რაც სამედიცინო პერსონალისთვის საათების მიხედვით ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს აწესებს.

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, ახალი სახელფასო სისტემის მიხედვით, ექიმის მინიმალური ანაზღაურება შეადგენს საათში 9 ლარს, რაც ყოველთვიურად 1 620 ლარია. უმცროსი ექიმის ანაზღაურება, საათების მიხედვით, 6 ლარია, თვეში კი – 1 080 ლარი; ექთნის – საათში 5,75, თვიურად 1035 ლარი; ექთნის დამხმარის – 3 ლარია, თვეში – 540 ლარი. სანიტრის შემთხვევაში კი ეს თანხა საათში 2,80-ია, შესაბამისად, ყოველთვიურად, 504 ლარი.

 

წყარო: https://bm.ge/ka/

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …