სამეგრელო რეგიონში, ლურჯი მოცვის შემნახველი და გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

ქალაქ ხობში, თანამედროვე სტანდარტებით  აღჭურვილი საწარმოს მოსაწყობად  2,3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიამ „ბლუ ბერდ ბერიზ“ სოფლის განვითარების სააგენტოდან 500,000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო და 1,4 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.

საწარმოში სეზონურად 600 ტონა ლურჯი მოცვის შენახვა და   გადამუშავებაა შესაძლებელი. კომპანიაში „ბლუ ბერდ ბერიზ“ 25-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქცია განკუთვნილია  როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივი ბაზრისათვის.

ახლადგახსნილ საწარმოში ლურჯი მოცვის სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ადგილზე გაეცნენ.

„სახელმწიფო პროგრამები ფარავს ლურჯი მოცვის  ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტს, მხარს უჭერს არა მხოლოდ ბაღების გაშენებას და საწარმოების შექმნას, არამედ ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას იმისათვის, რომ  ადგილობრივმა ფერმერებმა კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოონ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიას განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია როგორც მეწარმეებისათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რომლებიც ასეთი ტიპის საწარმოებში საქმდებიან.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებულია 21 საწარმო, სახელმწიფო თანადაფინანსებამ 10.5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. პროგრამის „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში, ლურჯი მოცვის კულტურა 1,300 ჰა-ზეა გაშენებული, სახელმწიფო თანადაფინანსება  კი,  23.9 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …