სამგორი-ლილოს რკინიგზის პროექტი $218 მლნ-მდე ჯდება, დაფინანსებაზე მოლაპარაკებები EBRD-თან და EIB-სთან მიმდინარეობს

თბილისი (BPI) – მთავრობა სამგორი-ლილოს რკინიგზის პროექტზე მოლაპარაკებებს დონორებთან აწარმოებს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 174 მლნ აშშ დოლარიდან 218 მლნ აშშ დოლარამდეა.

ფინანსთა სამინისტრო თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

პროექტის მიხედვით რკინიგზის ეს ხასი შვიდ სადგურს მოიცავს. “ამ პროექტის ფარგლებში, იგეგმება რუსთავთან დაკავშირება ურბანულ-სარკინიგზო მიმოსვლით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ივანე მაჭავარიანის თქმით, პროექტი თბილისის მერიის ინიციატივაა და საკმაოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ კვანძს წარმოადგენს.

„ვიცით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს ამ პროექტთან დაკავშირებით აქვთ ინტერესი. მერიამ ამ ეტაპზე გვთხოვა, ფინანსთა სამინისტრო ჩართულიყო უშუალოდ პროექტის დეტალებში, მიზანშეწონილობის შესწავლაში. საუბარია სესხზე, თუმცა ეს ის სფეროა, სადაც გრანტების მოზიდვაც შესაძლებელია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …