სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მეტროს პროექტს ავსტრიული ILF Consulting Engineers მოამზადებს

თბილისი (BPI) – სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტირებაზე ავსტრიულმა კომპანია ILF Consulting Engineers-ი იმუშავებს.

„გამარჯვებული კომპანია – ILF Consulting Engineers Austria GmbH-ის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელმაც ორივე ხაზისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება (მიზანშეწონილობის ანალიზი) უნდა განახორციელოს. ასევე, მოამზადოს პროექტი და სატენდერო დოკუმენტაცია სამგორი-ლილოს ხაზის მშენებლობისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კვლევის შედეგად, გამოიკვეთება, რამდენად არის შესაძლებელი რუსთავთან დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება.

პროექტირება 12 762 530 ლარი დაჯდება და ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ მშენებლობის დაწყებაზე ტენდერი გამოცხადდება.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …