სამაცივრე მეურნეობებმა II კვარტალში ₾34.6 მლნ-ის პროდუქცია გაყიდეს

თბილისი (BPI) – 2019 წლის II კვარტალში საქართველოში არსებული 54 სამაცივრე მეურნეობა 273 მომხმარებელს მოემსახურა, პროდუქცია კი 118 მწარმოებელისა და გადამყიდველისგან შეიძინა.

სამაცივრეებში საშუალოდ თვეში დასაქმებულია 817 ადამიანი.

2019 წლის II კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული იყო 55.4 ათასი ტონა პროდუქცია, აქედან 61.8% ქათმის ხორცი, 18.7% პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები, 7.2% თევზეული, 6.6% ხილ-ბოსტნეული.

სამაცივრე მეურნეობებმა შემდგომი რეალიზაციის მიზნით 4.5 ათასი ტონა პროდუქცია შეიძინეს. მომსახურების საფასურმა 3.4 მლნ ლარი შეადგინა. მეურნეობებმა გაყიდეს 34.6 მლნ ლარის (8.0 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც 50.8% ადგილობრივი წარმოების იყო. გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 94.4% პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე.

იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (74.8%) და ქათმის ხორცი (17%) იყო. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა აპრილში შეადგენდა 45.6%-ს, მაისში – 52.5%-ს, ივნისში 48.3%-ს.

სამაცივრეების უმრავლესობა შიდა ქართლსა (37%) და თბილისშია (16.7%) განთავსებული.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …