სამაცივრეებში გაყინული პროდუქციიდან უცხოეთის ბაზრებზე ქათმის ხორცი და ხილ-ბოსტნეული იყიდება

თბილისი (BPI) – საქართველოს სამაცივრეებში გაყინული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე ძირითადად ქათმის ხორცი და ხილ-ბოსტნეული იყიდება.

“საქსტატის” მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში საქართველოში 62 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, როგორც ჩანს მოთხოვნა სამაცივრე მეურნეობებზე იზრდება, რამდენადაც 2017 წელთან შედარებით (34) მეურნეობების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

მეურნეობები 2018 წლის IV კვარტალში 293 მომხმარებელს მოემსახურა.

სამაცივრეებში ყოველთვიურად 858 კაცია დასაქმებული.

2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული იყო 68.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 59% ქათმის ხორცი, 20.7% პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 9.1% – ხილ-ბოსტნეული, 8.3% – თევზეული.

სამაცივრე მეურნეობებმა რეალიზაციის მიზნით 3.7 ათასი ტონა პროდუქცია შეისყიდეს, მომსახურების საფასურმა კი 2.8 მლნ ლარი შეადგინა.

მეურნეობებმა გაყიდეს 26.5 მლნ ლარის (6.8 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც დიდი ნაწილი (66.7%) იყო ადგილობრივი წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 90.8% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (35.8%) და თევზეული (37.5%) წარმოადგენდა.

კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 53.1%-ს, ნოემბერში – 57.1%-ს, ხოლო დეკემბერში 52.6%-ს.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …