სალარო ტერმინალი – ახალი პროდუქტი თიბისი ბიზნესისგან

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკი მომხმარებელს  გადახდის თანამედროვე და კომფორტულ სისტემას –  სალარო ტერმინალს სთავაზობს.

სალარო ტერმინალი ინოვაციური პროდუქტია, რომელიც პოს ტერმინალის და სალარო აპარატის ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში აერთიანებს. სალარო აპარატი მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლის დროს და მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება,  როგორც  გადახდა, ისე   ქვითრის ბეჭდვა ნაღდი და  უნაღდო ანგარიშსწორებისას.

ტერმინალის გამოყენებით, მასზე ბრუნვის მიხედვით,  კიდევ უფრო გამარტივდა ბიზნესესხით სარგებლობაც.

სალარო ტერმინალის ინსტალაცია, საკურიერო და ტექნიკური მომსახურება, ასევე მისი გამოყენების შესახებ კონსულტაცია უფასოა.

სალარო ტერმინალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია,  როგორც ცხელ ხაზზე დარეკვით (2 272727), ისე თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობით ან ვებგერდზე –  https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/cash-terminal .

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …