თბილისი (BPI) – საგანგებო რეჟიმში ბიზნესის პოსტკარანტინის პერიოდის სტიმულირების გეგმა მუშავდება. ეკონომიკის მინისტრმა “აწარმოე საქართველოში” პროგრამის გაფართოებაზე განაცხადა. პრიორიტეტი იმპორტის ჩამნაცვლებელი ინდუსტრიის წახახალისებაა.
ნათია თურნავა სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად აგარაში გაემგზავრება. შაქრის ქარხნის ამუშავების გეგმის შესამუშავებლად. ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილება პრიოტიტეტული ხდება. შაქრის ქარხანამ მოხმარების 50% უნდა შეავსოს, 2 თვეში ამუშავდეს და 500 ადამიანი დაასაქმოს.
“აწარმოე საქართველოს” ახალ ამოცანებზე სრულად გადაწყობის გარდა, ამოქმედდება საკრედიტო -საგარანტიო ფონდი, რომელიც მინისტრის თქმით წინა პერიოდში მოთხოვნადი არ იყო, რადგან სესხები არ ჭირდა. საკრედიტო სქემა თანაუზრუნველყოფის მექანიზმს ითვალისწინებს.
საკრედიტო მექანიზმის ხარჯები, სესხების გადაზღვევისთვის, ეკონომიკის სტიმულირების 2 მლრდ-იან პაკეტში შედის. მთავრობა კომპანიებს სესხის აღებისას გარანტად დაუდგება. ინსტრუმენტის ამოქმედების ზუსტი თარიღი მალე გაცხადდება.
პროცესში ჩართულია მთელი კაბინეტი. სპეციალურ პაკეტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოამზადებს. იმპორტირებული პროდუქტის ადგილობრივით ჩანაცვლებისთვის. 2012 წლის პრიორიტეტი აქტუალობას იბრუნებს. აგრარული დარგი სტრატეგიული ხდება.
თურნავამ ონლაინ გაყიდვების ქსელის გამართვაზეც აღნიშნა, ბევრი ბიზნესისთვის, მათ შორის სამშენებლო მასალების, წიგნის თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკის დისტრიბუციისთვის, უნიფიცირებული აპლიკაციის მეშვეობით.
ყველა ბიზნეს-სუბიექტმა, რომელიც გამონაკლისთა სიაშ არ მოხვდა და მუშაობის გაგრძელება სურს, სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსოს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე უკვე ატვირთულია http://37.46.104.223/pub/form/3__/wu5qsv/
რეგისტრირდება სამშენებლო კომპანია, საშენ მასალათა ინდუსტრია, სავაჭრო, სასურსათო, საბითუმო კომპანიები, ონლაინ ინდუსტრია.
ბიზნესჯაჭვს ერთდროულად ამოწმებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია და ეკონომიკის, ტექინსპექცია და მონაცემები საგანგებო შტაბს წარედგინება. ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო და საქართველოც ახალი რეალობისთვის ემზადება. ბაზარი იცვლება. კონკურენტუნარიანი იქნება ის ბიზნესი, რომელიც უსაფრთხოა.
მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ბრიფინგის შემდეგ სკაფანდრების მწარმოებელ კომპანიაში გაემგზავრა. პრემიერმინისტრმა დღის ბოლოს საგარანტიო მექანიზმი მსხვილ ბიზნესს გააცნო .