საკრედიტო მექანიზმი 4-წლიანია, ბიუჯეტი -80 მლნ

თბილისი (BPI) – საკრედიტო-საგარანტიო 4-წლიანი მექანიზმისთვის, რისი საშუალებითაც  მცირე ბიზნესს სესხზე ხელი უნდა მიუწვდეს, მთავრობა 20 მლნ-იან საბიუჯეტო ფონდს ვარაუდობს, რომელმაც საბანკო სექტორს 250 მლნ-ის გასესხების საშუალება უნდა მისცეს.

ბენეფიციარად ჩაითვლება კატეგორია, რომლის  საშუალო ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა,  სასესხო ვალდებულებები კი  8 მილიონს  არ  აღემატება.

სასესხო გარანტია ₾50 000დან  2 000 000-მდეა.  სესხის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

ახალ ინსტრუმენტზე ხელი არ  მიუწვდება  დადეფოლტებულ იურიდიულ პირს, „აწარმოე საქართველოში“ პირობებს დამრღვევს. არც ბანკის პრობლემური სესხის ბენეფიციარს.

გარანტია არ გაითვალისწინება იმ კომპანიაზე, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს 10%-ზე მეტს ან დაკრედიტების პროცესში  მონაწილეობს საწარმოს მართვაში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …