საკანონმდებლო ცვლილებით პარლამენტარებს ექნებათ სრული წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით – ალექსანდრე რაქვიაშვილი

“იმისთვის, რომ მოვიყვანოთ ორგანული კანონი კონსტიტუციასთან თანხვედრაში, შეგვაქვს ცვლილება ორგანულ კანონში ეროვნულ ბანკზე, სადაც პარლამენტარებს ექნებათ სრული წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს იქნება შესაძლებლობა ვიმსჯელოთ პრობლემებზე, რაც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით არსებობს”,-ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩი” დღეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგენა, რომელიც „ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებას გულისხმობს.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრს მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით გამოითხოვოს. ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, კანონპროექტი შეამცირებს ეროვნული ბანკის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებს.
„პარლამენტს გვაქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ვალდებულება, განვახორციელოთ ზედამხედველობა ეროვნული ბანკის საქმიანობაზე, მაგრამ ეს თეორიულადაც შეუძლებელია, იმიტომ, რომ ეროვნულ ბანკს აქვს გასაიდუმლოებული მთელი რიგი ინფორმაცია, რომელიც მის საქმიანობას ეხება. ასეთ გარემოება გამორიცხავს რამე ზედამხედველობას. იმისთვის, რომ მოვიყვანოთ ორგანული კანონი კონსტიტუციასთან თანხვედრაში, შეგვაქვს ცვლილება ორგანულ კანონში ეროვნულ ბანკზე, სადაც პარლამენტარებს ექნებათ სრული წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს არანაირ დამატებით რისკებს არც ფინანსური სისტემისთვის, არც სხვა პრობლემას არ აჩენს, მაგრამ გვაძლევს ჩვენ, პარლამენტარებს შესაძლებლობას გავიგოთ რა ხდება ეროვნულ ბანკში და თუ იქ პრობლემები იქნება, ამაზე ვიმსჯელოთ და განვახორციელოთ ზედამხედველობა”,-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …