საინტერესო სანახავია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებსაც საქართველოში სურთ ბიზნესის გახსნა ან გადმოტანა – კატარინა ბიორლინ ჰანსენი

ძალიან კარგი და დინამიური დისკუსია შედგა დღეს ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ მთავარი საკითხი ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგით ასე იყო ფორმულირებული – როგორ შეიძლება ინვესტორთა საბჭო დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე? , – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

კატარინა ბიორლინ ჰანსენის თქმით, ამ მიმართულებით ბევრი რამ აქვს ქვეყანას გასაკეთებელი, ხოლო ინვესტორთა საბჭოს დიდი ექსპერტული რესურსი გააჩნია.

„დიდი სიამოვნებით დავეხმარებით ქვეყანას ნებისმიერი სახით, რითაც შევძლებთ.
მიმაჩნია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აღსანიშნავია. საინტერესო სანახავია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებსაც საქართველოში სურთ ბიზნესის გახსნა ან გადმოტანა. ბევრი ადგილობრივი კომპანიაც ფიქრობს გაფართოებაზე. ეს ზოგადი ტენდენციაა ქვეყანაში და ეს ძალიან გვახარებს“, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …