სათაფლიაში თოკების პარკისა და როლერის მოწყობაზე ₾400 000 დაიხარჯება

თბილისი (BPI) – სათაფლიას დაცულ ტერიტორიაზე თოკების პარკი და ჩქაროსნული ჩამოსასვლელი (როლერის) მოეწყობა.

ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით დაცულიტერიტორიების სააგენტომ პირობებიანი ელექტრონულ აუქციონი უკვე გამოაცხადა.

ინვესტორმა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 400 000 ლარი ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მანვე უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

მიწის ნაკვეთის 2-წლიანი იჯარით გაიცემა, თოკების პარკი 5 440 კვ.მ ფართზე მოეწყობა, 725 კვ.მ და 910 კვ.მ მიწის ფართებზე კი როლერი.

შემთხვევითი სიახლე

როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი ლიფტი: 5 მთავარი წესი CLC-ის ინჟინრებისგან

როცა შენობას საცხოვრებლად ირჩევენ, ლიფტის ტექნიკურ მდგომარეობას უმეტესად ბოლოს ამოწმებენ, თუმცა სწორედ ეს დეტალი განსაზღვრავს …