სათამაშოების უსაფრთხოების რეგლამენტი წლის ბოლოდან ამოქმედდება

თბილისი (BPI) – “სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი 2019 წლის ბოლოდან ამოქმედდება.

ტექნიკური რეგლამენტის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოების განთავსება და ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა.

რეგლამენტი მომზადდა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შესაბამისი ევროდირექტივის თანახმად და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

“ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს კერძო სექტორთან, რადგან მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა. ჩვენ დიდი ხანია გვესმის, რომ საქართველოს ბაზარზე შემოდის სათამაშოები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს პოტენციურ საფრთხეს მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის – ბავშვებისთვის. შესაბამისად, რეგულაცია უზრუნველყოფს, რომ  ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი იყოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი და პატარებს შეეძლოთ ითამაშონ მხოლოდ მაღალი სტანდარტის და უსაფრთხო სათამაშოებით,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.     

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …