საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებზე რეკლამას 1 მარტიდან “ალმა“ განათავსებს

თბილისი (BPI) – საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსებაზე უფლება კომპანია „ალმამ“ მოიპოვა.

კონკურსში გამარჯვებული კომპანია ტაქსებზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, ლიცენზირებული ტაქსის მფლობელებს გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერებს გასცემს.

„იმისთვის, რომ მძღოლებს, რომელთაც ლიცენზია ექნებათ მიღებული და ტექნიკური ინსპექტირება გავლილი, გარკვეული ხარჯები არ დააწვეთ, გადაღებვის სამუშაოების შესრულების ვალდებულებას კონკურსში გამარჯვებული კომპანია აიღებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძის თქმით, გამარჯვებული კომპანია „ალმა“ ვალდებულების შესრულებას 1 მარტიდან შეუდგება.

ლიცენზიის მფლობელ ტაქსებზე ორი სახის ვაუჩერის გაცემას უზრუნველყოფს: თეთრ ფერზე გადაღებვისა და ტაქსების ინტერიერის წმენდისას.

პროცესი მიბმული იყო მეტროსა და ავტობუსებზე რეკლამის განთავსების აუქციონზე.

„კონკურსი მივაბით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილი მეტროსა და ავტობუსების შერჩეულ ადგილებზე რეკლამის განთავსების უფლების აუქციონს. საკმაოდ ეფექტური ვაჭრობა შედგა. დაახლოებით, 11 მილიონი ლარიდან დაიწყო და 14 მილიონ ლარს ასცდა. კომპანია „ალმა“ საკმაოდ კვალიფიციური კომპანიაა და ის უკვე მზადაა, რომ პირველი მარტიდან ვალდებულება აიღოს“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …