სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, ქართული ტრადიციული საწებელი “სპაისელა” ექსპორტზე გავიდა

საქართველოს სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, ქართული ტრადიციული საწებელი „სპაისელა“ ექსპორტზე გავიდა.

კომპანია ,,ექსპორტინვესტი’’, რომელიც საქართველოში ,,სპაისელა”-ს აწარმოებს, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო პალატებისა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობდა. აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, ,,ექსპორტინვესტმა’’ მოლაპარაკებები აწარმოა ესტონურ იმპორტიორ კომპანიასთან, რომელიც ქართული საწებლით დაინტერესდა.

ესტონეთი გახდება მეორე ქვეყანა, სადაც ქართული საწებელი „სპაისელა“ ტალინის სავაჭრო ქსელებში გაიყიდება.

დღეს, პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ქსელურ მაღაზიებში, ასევე ნიუ-იორკის 15-მდე სავაჭრო ობიექტში. სამომავლოდ კომპანია საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და პროდუქტის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას გეგმავს.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …