სავაჭრო პალატასთან არსებულმა “საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა“ ყოველწლიური საარბიტრაჟო დღეებიის გახსნითი ღონისძიება გამართა

სავაჭრო პალატასთან არსებულმა „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა“ რიგით მე-8 ყოველწლიური საარბიტრაჟო დღეებიის გახსნითი ღონისძიება გამართა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“-ს ხელმძღვანელმა ბექა ინჯიამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაგდა ბოლოთაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გუნდის ხელმძღვანელმა ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეებში აგატა ნიებოიმ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანა ჩერნიშოვამ.
ყოველწლიური კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე არსებული სიახლეებისა და მიდგომების განხილვა. ასევე, საქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნის წარმოჩენა და ქვეყნის როგორც რეგიონში დავების გადაწყვეტის ცენტრად გარდაქმნა.
საარბიტრაჟო დღეების ფარგლებში საერთაშორისო იურიდული ფირმის “Dechert LLP” საერთაშოროსო არბიტრაჟის გლობალური პრაქტიკის თანა-თავმჯდომარემ ედუარდო სილვა რომერომ ისაუბრა თემაზე ,,არბიტრაჟი დღეს: ეფექტიანობა, სანდოობა და ლეგიტიმაცია’’. ის არის საარბიტრაჟო სფეროში მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი იურისტი.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესებში დაგეგმილი ცვლილებებიც.
„საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“ აგრძელებს საქართველოში დავების გადაწყვეტის სფეროში აქტუალურ საქმიანობას, რომლის მიზანია ქვეყანაში არბიტრაჟის, მედიაციისა და დავების გადაწყვეტის სხვა ალტერნატიული მექანიზმების განვითარება.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …