სავაჭრო გალერეა “მერანი” რეწვის ოსტატების ნაკეთობების საახალწლო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

თბილისი (BPI) – 24-დან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია USAID-ის პროექტი Zrda საქართველოში მხარდაჭერით,  სავაჭრო გალერეა „მერანში“ მართავს საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შექმნილი მაღალი ხარისხის საახალწლო დეკორაციები.

გამოფენა-გაყიდვის მიზანია ტრადიციული ხელობების ტექნიკის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებაში ოსტატების ცნობადობის ამაღლება, კოვიდ-19 პანდემიის პირობებში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და რეგიონებში მოღვაწე არტიზანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ რეწვის ასოციაციის და ონლაინ მაღაზია ეთნოდიზაინის სოციალური მედია გვერდები:

www.facebook.com/ethnodesignsocielshop

www.facebook.com/heritage.craft2015/

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …