საერთაშორისო ტურნირის “დებატები მუზეუმებში” წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

თბილისი (BPI) – „ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში“ (მ. ალექსიძის ქ. 1/3) საერთაშორისო დებატების ტურნირში მოხვედრილი წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსში, მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე არსებული დებატკლუბის წევრები მთელი საქართველოდან.

ღონისძიებას, სკოლების პედაგოგებთან და კლუბების წევრ მოსწავლეებთან ერთად, დაესწრნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლალი კალანდაძემ და გუდავაძე-პატარაკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.

ღონისძიება განხორციელდა „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ Visegrad Fund-ის პროექტის “დებატები მუზეუმებში” მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, სამინისტროსთან თანამშრომლობით და პროექტ “დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ.

პროექტში “დებატები მუზეუმებში“ ჩართულია რამდენიმე ევროპის ქვეყანა საქართველოსთან ერთად. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მუზეუმებში განათლების წახალისებას, რაც განხორციელდება მუზეუმების სივრცეებში იმ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარებით, რომელიც დაკავშირებულია ფორმალურ დებატებთან.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …