სადაზღვევო კომპანიები ახალი გამოწვევის წინაშე – მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა იზრდება

თბილისი (BPI) – სადაზღვევო ასოციაციების ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის ზრდაში პრობლემას ვერ ხედავს.

“ბიზნესპარტნიორთან” დევი ხეჩინაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი მოთხოვნის შესაბამისად, ბაზარზე შემოსული ახალი კომპანია ვალდებული იქნება მინიმალური კაპიტალი 7.2 მლნ-მდე ჰქონდეს, მოქმედ კომპანიებს კი მისი გაზრდა მოუწევთ.

“სადაზღვევო ინდუტრიას აქვს ბიძგის და განვითარების მოლოდინი ახალი სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების პირობებში და თუ კომპანიები მინიმალური კაპიტალის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებენ, მოხდება კომპანიების შერწყმა-გაერთიანება, რაც თავის მხრივ ბუნებრივი მოვლენაა,” – განმარტავს ხეჩინაშვილი. ამავდროულად ამბობს, რომ მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის ზრდის პირველი ეტაპი, როდესაც ის 2 მლნ-დან 4 მლნ-მდე გაიზარდა ყველა კომპანიამ გადალახა.

2020 წლის ბოლოს სადაზღვევო კომპანიებს 7,2 მლნ ლარის მინიმალური კაპიტალი მოეთხოვებათ. მარეგულირებელ ორგანოში მიიჩნევენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება სადაზღვევო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამავდროულად სადაზღვევო კომპანიების სტაბილურობისა და მდგრადობის ხარისხის გარანტიაა.

სადაზღვევო კომპანიებს მინიმალური კაპიტალი მოთხოვნა 2018 წლის ბოლოს გაეზარდათ. 2 მლნ-იანი ზრდის შემდეგ კაპიტალის მოთხოვნა დღეს 4,2 მლნ ლარს შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …