სადავო შრომის კოდექსი

თბილისი (BPI) – შრომის კოდექსში დაგეგმილი  ცვლილებები და აზრთა სხვადასხვაობა, რატომ ითხოვს ბიზნესი ცვლილებების ამოქმედებამდე რეგულირების გავლენის შეფასებას და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ცვლილებებმა ქვეყნის ეკონომიკაზე? –აღნიშნულ თემეზე ისაუბრეს  ევროპული ბიზნეს ასოციაციისგენერალური დირექტორის მოადგილე მარიამ ქუჩულორიამ და ანალიტიკოსმა ანდრ გვიდიანმა ისაუბრეს.

როგორც ქუჩულორია აღნიშნავს, „ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ წევრებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც კანონპროექტის ინიციატორისგან და ავტორისგან ასოციაციამ ცვლილებები ზაფხულში მიიღო. ასოციაციის წვერი კომპანიებისთვის, რომლებიც ისედაც იცავენ შრომის კოდექსს, მისაღებია მსგავსი სახით კანონმდებლობით უფრო მაღალი სტანდარტების დაწესება. თუმცა, განხილვების დროს, კომპანიები გარკვეულ გამოწვევებს ასახელებდნენ, რომელიც შეგროვდა და კანონპროექტის ავტორს წარედგინა.

„შენიშვნები იყო სხვადასხვა სახის. ძირითადად, ყურადღება გამახვილებული იყო ზეგანაკვეთურ დროზე. კომპანიები კონკრეტულ, პრაქტიკულ მაგალითებს ასახელებდნენ თუ რატომ იყო ეს გამოწვევა და რატომ შეიძლებოდა გამხდარიყო მათი ბიზნესის შემაფერხებელი ფაქტორი. მაგალითად, კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ რეგიონებში, მათ შორის, სასტუმროებისთვის, კადრის მოძიება ნომერ პირველი პრობლემაა. რეგიონები დაცლილია, არის სიღარიბე და თუ ისინი მოძებნიან კადრს, მეორე პრობლემა იჩენს თავს –არაკვალიფიციურობა.ხშირ შემთხვევაში კომპანიები თავად ამზადებენ კადრს და ამაში რესურსებს ხარჯავენ. კომპანიები გამოთქვამდნენ ერთგვარ შიშს, რომ თუ დაიწყეს ზეგანაკვეთური ნორმების დაწესება,დასაქნებულის აჯანყება არ გამოიწვიოს “–აღნიშნავს ქუჩულორია.

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი. მისი განცხადებით, ეს იქნება მნიშვნელოვნად შემაფერხებელი ბიზნესის განვითარებისთვის. ჩვენ თუ გვინდა ძლიერი ქვეყნის მშენებლობა, ძლიერი ქვეყანა დგას ძლიერ ეკონომიკაზე, რომელიც თავის მხრივ ძლიერ ბიზნესს ეფუძნება.

„ნებისმიერი ნაბიჯი, რეგულაცია და ინიციატივა, რომელიც არ არის გააზრებული და ისე შემოდის,ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას, ეს კატეგორიულად მიღებელია. ზოგადად, ვფიქრობ, რომ რიგ დეპუტატებს ხშირ შემთხვევაში რეგულაციების მიმართ ინფანტილური დამოკიდებულება აქვთ და ეს საკითხიც  ისე შემოიტანეს, რომ არ არის გაკეთებული რეგულირების შეფასება“–აცხადებს გვიდიანი.

როგორც გვიდიანი აცხადებს, პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ კერძო სექტორის და საზოგადოების საქმეებში არავინ არ ჩაერიოს. გარდა ამისა, გვიდიანი აცხადებს, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკა არ არის იმ სიტუაციაში, რომ საუბრები დაიწყოს მინიმალური ხელფასის შემოღებაზე.  „როდესაც მინიმალურ ხელფასი დაწესდება, კომპანიები დაბალანაზღაურებად მუშახელს ვეღარ აიყვანენ, ეს ადამიანები ვეღარ დააგროვებენ სამუშაო გამოცდილებას და უუნაროები აღმოჩნდებიან შრომის ბაზარზე. შესაბამისად, მინიმალური ხელფასის შემოღებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები“–აცხადებს გვიდიანი.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …