საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა” 2022 წლის შესარჩევი კონკურსი დაიწყო

2022 წელის 1 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა” შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღებას.

აღნიშნული პროგრამის მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართვა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა და ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა;

საგრანტო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, ღია კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

პროგრამაში გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ “დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის” საგრანტო პროგრამას საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი 1 წლის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს ინდივიდუალურად ან საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქესთან ერთად.

საგრანტო განაცხადების მიღება განხორციელდება 2022 წლის 1 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე – grantebi@mfa.gov.gehttps://mfa.gov.ge/News/gamockhadda-sagranto-konkursi-diasporuli-iniciativ.aspx?CatID=5

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …