საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 252.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.4 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 587.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (32.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 665.4 მლნ. აშშ დოლარი (33.7 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აპრილში 2 077.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მაისს.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ ქ.გორის მოსახლეობას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებები გააცნო

6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქ.გორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის …