საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23%-ით მეტით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23.0 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 392.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 959.8 მლნ. აშშ დოლარი (22.3 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 567.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ნოემბერს.

შემთხვევითი სიახლე

42 ქართული ტურისტული კომპანია „China Ready“ პროგრამაში ჩაერთო

ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე კავშირების დამყარებისა და საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, …