საგარეო ვაჭრობა 20.1%-იან ზრდას აჩვენებს

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 266.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 050.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7 215.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 20.4 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ივნისში 4 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ივლისს.

შემთხვევითი სიახლე

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მიმდინარე კვირაში, ქართული ღვინო ორ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო მიმდინარე კვირაში საფრანგეთში ორ …