საგარეო ვაჭრობა შემცირდა

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირდა. “საქსტატის” მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1%-ით ჩამორჩება.

მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 826 მლნ დოლარია (12.8%-ით მეტი), იმპორტი 1,981 მლრდ დოლარი (4.7%-ით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-მარტში 1 155.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …