საგამოძიებო სამსახურმა IQOS-ისთვის განკუთვნილი HEETS-ის 2 890 კოლოფი უაქციზო თამბაქო აღმოაჩინა

თბილისი (BPI) – საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის  ხუთი  ფაქტი გამოავლინა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი ბინიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ  განკუთვნილი ე.წ. ელექტრო სიგარეტი IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 2 890 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. ამოღებული  პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 15 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დაკავშირების პირველ შეხვედრაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის …