საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების 5 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გამოავლინეს კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების 5 ფაქტი.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, რომელთა საქმიანობის სფეროსაც წამოადგენდა მძღოლთა პროფესიული მომზადება-გადამზადება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებზე გასცემდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალების მომზადების სასწავლო პროგრამის ყალბ მოწმობებს, აღნიშნული პროგრამის გავლის გარეშე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …