საგადასახადო სამართალდარღვევის 381 ფაქტი გამოავლინდა

თბილისი (BPI) – 11-17 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 381 ფაქტი გამოვალინა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3,555 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 90 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 18 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 273  შემთხვევა.

შემთხვევითი სიახლე

კომერციული ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემა დაკავშირებულია მხოლოდ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან – ლევან მეხუზლა

ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმებით საქართველომ კიდევ უფრო უნდა გაიმყაროს პოზიციები და საერთაშორისო ბაზარზე …